ხვნა-თესვა ყველა საქმეზე
მშვიდობიანი და ალალი საქმეა. აქ არავითარი ადგილი არა აქვს მოყვასის მოტყუებას,
რაიც ჩვეულებად გადაჰქცევია აღებ-მიცემის ხალხს. თუ გლეხი მუყაითად გაირჯება და
ღმერთიც ამინდს მისცემს, კარგი მოსავალი მოუვა, თუ არადა, ნათესი მოუცდება.
საკუთარი მარჯვენა და ღვთის ნება - აი, ერთადერთი იმედი მხვნელ-მთესველისა. ამიტომ
ხვნა-თესვა ხალხს წყნარის თვისებებისას ჰხდის და ძლიერ კარგი გავლენა აქვს
ზნეობაზე. ამის გამო ერთმანეთის მტრობა, შფოთი და შური ქართლელებში უფრო იშვიათი
იყო, ვიდრე სხვა ჩვენებურს მცხოვრებლებში. ოღონდ კი ქართლელს წმინდა სინდისი
ჰქონოდა, თავისი თავი პატიოსან კაცად ეცნო, თორემ სხვისას მაგდენს არაფერს
დაგიდევდა. ქართული ანდაზა: „თუ თავი ჩემი მეგობრად მყავს, ღარიბად არ
ვიხსენიებიო“ სწორედ ქართლელზე იყო გამოჭრილი...“- werda ვახუშტი ბაგრატიონი.
Zvelad, გუთნით ხვნის დროს, სრულდებოდა სიმღერა გუთნური — ქართული ხალხური შრომის პოეზიის ერთ-ერთი სახეობა; იგი დაკავშირებულია უძველეს აგრონომიის წეს-ჩვეულებებსა და დღესასწაულებთან. გუთნური აღმოცენებულია კოლქტიური შრომის საფუძველზე და ასახავს ხვნა-თესვის მთელ პროცესს, ახასიათებს გუთნისდედას, და საერთოდ, მშრომელ გლეხკაცს; გადმოსცემს მათს ფიქრებსა და განწყობილებებს. გუთნური არის ორხმიანი, გაბმული ბანის თანხლები სოლო სიმღერა.
ათენა ძველი მითების მიხედვით
ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია.
nino TamaraSvili
V klasi
Комментариев нет:
Отправить комментарий