"აუცილებელი"
სისასტიკე თუ...?! კაცობრიობის
დაგიპნოზება:
პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917წლიდან ,ხოლო საქართველოში1921წლიდან
დაიწყო.
1937–38წლებშისაქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფო რეპრესიების
მთელი სისასტიკე განიცადა.30–იანი წლების სისასტიკე და მაშტაბურობაგანპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით
:მოსახლეობის უმრავლესობას ,რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და სოციალისტურ
წყობის შექმნისა ,იმედი გაუცრუვდა.სოციალისტური
სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემა,რომელიც
ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად.ასახლებდნენ
და დახვრეტით სჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს.აღსანიშნავია,რომ რეპრესიები მარტო საქართველოში
არ ხდებოდა .თითქმის ყველა 1
საბჭოთა ქვეყანა მოიცვა მსგავსმა სისასტიკემ.სამწუხარო
კი ის არის,რომ ადამიანები,რომლებიც
უსამართლოდ დასაჯეს სამშობლოს მოღალატეების სახელით,იყვნენ
პატიოსანი , განათლებული,პატრიოტი ხალხი.საბჭოთა კავშირი არღვევდა ადამიანის მრავალ უფლებას:სიტყვისა
და რელიგიის თავისუფლებას ,აკრძალეს კერძო საკუთრება,არ აძლევდნენ ადამიანებს ქვეყნის
დატოვების უფლებას (1974 წლამდე).ისინი უმიზეზოდ ასახლებდნენ და ხვრეტდნენ უდანაშაულო
სიცოცხლის მოყვარულ ადამიანებს.
wikipedia.org.
·
წარსულიდან : მომავლისკენ რაც უფრო ვშორდებით საბჭოთა კავშირის სასტიკ წლებს,მით
უფრო ვაცნობიერებთ,თუ რამდენად დიდი უბედურება და ტკივილი მოუტანა საბჭოეთის დიქთატურამ
კაცობრიობას.დღითიდღე ეხდება ფარდა იმ ბნელ და ბურუსით მოცულ საიდუმლოს მსოფლიო ისტორიაში,რასაც
საბჭოთა კავშირის იმპერია ერქვა.ჩემი აზრით,გასაკვირი არცაა,რომ ჩვენი ბაბუების თაობას,სოციალიზმი
ჭეშმარიტ ად სწორ იდეოლოგიად მიაჩნიათ ,სტალინი კი მსოფლიო მხსნელ რაინდად.ტყუილით,აფსურდული,მაგრამ
დამაჯერებლად ნათქვამი სითყვებით არწმუნებდა სტალინი საზოგადოებას სოციალიზმის ჭეშმარიტებაში.ყველა
თაობა თანხმდება ,რომ სტალინი მართლაც დიდი გენია იყო,საინტერესო კი ის არის თუ როგორ
გამოიყენა მან თავისი გენიალურიბა.რამ შეიძლება უბიძგოს ადამიანს ასეთი სისასტიკის
გაკეთებისკენ? იქნებ იმ მწარე ბავშობამ,რომელიც მან საქართველოში გაატარა.ჩემი აზრით,სტალინის
იგივე იოსებ ჯუღაშვილის პიროვნების ამოცნობის გასაღები მის წარსულშია.ის იყო ოჯახის
სითბოს მოკლებული ადამიანი და ამიტომაც მის სიკეთის მაგივრად ბოროტებამ დაისადგურა.მას რცხვენოდა,რომ იყო ქართველი
და მისთვის უმნიშვნელო იყო საკუთარი ერის ტანჯვა.სტალინს ძულდა პოგრესულად მოაზროვნე ადამიანები,რადგან ისინი ხვდებოდნენ მის მზაკრულ გეგმებს და ეწინააღმდეგებოდნენ მას.სტალინი
თვლიდა თუ ინტელიგენციას მოიშორებდა მუშებს და გლეხებს ადვილად დაიყოლიებდა.ამ გარემოებამ
უბიძგა მას სისხლიანი რეპრესიების წამოწყებისკენ.ეს ყველაფერი დღეს ვიცით,მაგრამ დაახლოებით
მნახევარი საუკუნის წინ ის დიდ ბელადად დაკაობრიობის მხსნელად მოიაზრებოდა.მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეშიც არსებობენ ადამიანები,რომლებიც
სტალინს–უფლის საჩუქარს და მის რეჟიმს გამართლებულად
მიიჩნევენ.ამის თვალსაჩინო მაგალითია გორში სტალინის ძეგლის აღსადგენად გამოსული მოსახლეობა.
წარმოიდგინეთ,რამდენად ღრმა ფესვები ჰქონდა გადგმული
სოციალიზმს.დღესაც კი ამდენი წლის შემდეგ,როცა კომუმიზმს ნიღაბი ჩამოხადეს,ხალხი მაინც
ძველ არარსებულ სამყაროში დაფრინავს და იმ მოგონილ მწვერვალისკენ მიისწრაფვის,რასაც
საბჭოთა კავშირის იმპერია ერქვა და რამაც უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია.მომავალ
თაობას უნდა გვახსოვდეს,რომ ისტორია მეორდება.სწორედ ამისათვის უნდა ვაცნობიერებდეთ
რეპრესიების ,კომუნისტური იდეოლოგიის არსს,რომ მომავალში არ დავუშვათ ადამითა ჩაგვრა
და უფლებების დარღვევა.ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ ბოროტების დაუსამართლობის წინააღმდეგ.მთელი
ცხოვრება ერისა და მამულის სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ და არავის მივცეთ უფლება ყურმოჭრილ
მონებად გვაქციოს.მაშინ კი აღარ განმეორდება შემზარავი სისხლიანი რეპრესიები.
·
რეპრესიების
არსი–აუხსნელი ტკივილი:
მეოცე საუკუნის 20–30–იან წლებში საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა მანამდე მსოფლიოში არნახული რეპრესიები.ამ რაპრესიებმა
უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,ხოლო გადასახლებიდან დაბრუნებულთ სამუდამო ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა.საბჭოთა
კავშირში გატარებული რეპრესიები ასოცირდება იოსებ სტალინის სახელთან.დღემდე საპოლემიკო
საგნად რჩება რეპრესიების მიზანი და აუცილებლობა.რეპრესიების მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა
ძალაუფლებისთვის.სტალინის მომხრეებმა ყველა პოლიტიკური მოწინააღმდეგე დაამარცხეს და30–იან
წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.
3
გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა:პირველი დაკავშირებული
იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროცესთან.რეპრესიების პირველ ტალღას შეეწირნენ მსხვილი
გლეხები,ე.წ კულაკები.
მეორე ტალღა მოდის1936–37 წლებზე.ამ წლების ტერორის
თვისება იყო ის,რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არამარტო პარტიულ ბრძოლაში
დამარცხებული კომუნისტების წინააღმდეგ ,არამედ მთელი ხალხის წინააღმდეგ.კერძოთ ამ წლებში
ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენცია და სამღვდელოების წარმომადგენლები.
·
შეწყვეტილი
გენია...
30–იანი რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას,მაგრამ
განსაკუთრებით ინტელიგენცია დაზარალდა.რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენგამოჩენილი მწერალი
მიხეილ ჯავახიშვილი,ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე,ლიტერატურადმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი,სახელგანთქმული
პოები პაოლო იაშვილი,ტიციან ტაბიძე და სხვები.პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო
ქართვლ ბოლშევიკებსაც,სიკვდილით იქნა დასჯილი:მიხეილ კახიანი,მამია ორახელაშვილი,ლევან
ღოღოძე,ბუდუ მდივანი,მიხეილ ოკუჯავა,სამსონ მამულია და სხვები...
gamershell.clan.su.
·
"დედ–მამა ჩემთან რომ ყოფილიყო,მე დღეს სულ სხვა ცხოვრება
მექნებოდა... !"
ვარვარა ბარქაია - ჭავჭანიძე 1937 წელს დააპატიმრეს. ის სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. მისი მეუღლე მიხეილ ჭავჭანიძე სამხედრო სკოლაში მუშაობდა. შემდეგ აკმოლენსკის
ბანაკში გადაიყვანეს. გადასახლებიდან 1946 წელს დაბრუნდა.
“ჩემი და რვა
წლის იყო
დედაჩემის წასაყვანად რომ მოვიდნენ.
ის უფრო
ტრამვირებული იყო
ვიდრე მე.
ის მამასაც
დაჭერამდე, წინა
დღით გამოემშვიდობა. დედამ მოითხოვა
ბავშვს მაინც
გამოვემშვიდობებიო.. ძლივს მოგლიჯეს
ბავშვს დედა.
ბებია დედას
ამშვიდებდა არ ინერვიულო, გამოგიშვებენ, დანაშაული
არაფერი გაქვს
ჩადენილიო. 5
წლის ვიყავი
დედა რომ
წავიდა და 9 წლის
შემდეგ ჩამოვიდა.
14 წლის ვიყავი,
ვერ დავუზახე
“დედა”. დედამაც ვერ
მიცნო. მე
ვიცანი..მაგრამ რაღაცნაირად სითამამე
არ მქონდა,
რომ მივსულიყავი, მოვფერებოდი და
ჩავხუტებოდი... ამხელა
ტრამვა მომაყენეს.
დედა და
მამა ჩემთან
რომ ყოფილიყო,
მე დღეს
სულ სხვა
ცხოვრება მექნებოდა,-
სიუზანა ჭავჭანიძე
ვარავარა ბარქაია-ჭავჭანიძის შვილი.
4
9-ე კლასი ეთო დოლოძე
Комментариев нет:
Отправить комментарий