воскресенье, 9 июня 2013 г.



   მეცხვარეობა, მეცხოველეობის დარგია, რომლის ამოცანაა ცხვრის მოშენება ძვირფასი ნედლეულისა (მატყლი, მაჟდაკი, ტყავი) და საკვებიდება მაღალხარისხოვანი ქსოვილი, ნოხი, ნადაბი, ქეჩა, ცხვრის ტყავისაგან — ქურქი, ბეწვეული, რძისაგან — მაღალი ხარისხის ყველი (თუშური, როქფორი, პიკარინო, ბრინზა და სხვა ნაწარმი).


       საქართველოში მეცხვარეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო განვითარებული ძირითადად ზაფხულის ან ზამთრის საძოვრების ზონებში. ცხვარიწყვილჩლიქოსანი მცოხნელი ცხოველების გვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 140 სმ, მასა 40-200 კგ აღწევს. გავრცელებულნი არიან ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ კუნძულზე, წინა, შუა, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ოლქებში. გვხვდებიან ზღვის დონიდან 5000 -მდე. იკვებებიან ბალახოვანი მცენარეებით. მაკეობა 5 თვემდე გრძელდება. შობენ 1-2 კრავს. იყენებენ ხორცსა და ტყავს. წარმოადგენენ მრავალი თანამედროვე შინაური ცხვრის წინაპარს.პირველი საუკუნიდან ხდება ცნობილი სახორცე-სამატყლე ჯიში ცხვარი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო თუშეთში.       
 ცხვრის დოლიბატკნის მოგების დრო, იწყება ნერბვიდან 140-155 დღის შემდეგ. ძველად მეცხვარეები ზამთრისათვის საკვებს ვერ იმარაგებდნენ და ამიტომ დოლის დაწყების დრო ზამთრის ბინის მახლობელი საძოვრის ბალახის ვეგეტაციის დაწყებაზე იყო დამოკიდებული.
      საქართველოს მთიან რაიონებში (მესხეთ-ჯავახეთი-თრიალეთი, ნაწილობრივ ქართლი) ფარაში ერკმლებს შემოდგომის გიორგობის დღეს 10 ნოემბერი/23 ნოემბერში შეურევდნენ. ამიტომ დოლი ძველი სტილით აპრილის დასაწყისშიოცობაშიიწყებოდა. „ოცობა“ — ოცი კვირაგიორგობიდან ოცი კვირის გასვლის შემდეგ დგება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, „ოცობაგაზაფხულის ბუნიობა („ოცობასა ორობასა, დღე და ღამე სწორობასა“). პირველ ბატკანს, რომელიც დოლის დაწყების დროს ჩნდებოდა, დოლის თავს უწოდებდნენ. იგი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და ქსნის ხეობაში სამსხვერპლო პირუტყვად მიაჩნდათ და ანთროპომორფულ, მამაკაცური ბუნების მქონე ღვთაებებს სწირავდნენ.
    
    თექა  მოთელილი მატყლის საფენი ქეჩაა, საქართველოში მას ისტორიულად ამზადებდნენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებდნენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშიანაბადი”, რომელიც მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩეოდა მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით.
     პირველ საუკუნეებში ძირითადად თექის დამზადების დროს იყენებდნენ შეუღებავ მატყლს მისი ბუნებრივი ფერებით: თეთრი, ყავისფერი, შავი. V-VI საუკუნეებსი ჩნდება
შეღებილი მატყლის ნაწარმი, ძირითადად: წითელი-ენდროსაგან, შინდისფერი-კუნელისგან, მწვანე-კაკლის წენგოსაგან.
     ასევე თექას ამზადებდნენ ქისტი ქალები, რომლებიც დღემდე სიამოვნებით უჩვენებენ დაინტერესებულ პირებს მისი დამუშავების პროცესს. მათ მიერ შექმნილი ორნამენტები გამოირჩევა მკაცრი ფორმებით, მაგრამ თბილი ფერებით.
      საქართველოში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, სურათები, შარფები თუ სხვა აქსესუარები განსაკუთრებით აქტუალური გახდა.


როგორ ვქმნით თექას. . .
 
  1. მატყლს წინასწარ რეცხავენ აშრობენ და ჩეჩავენ. თუშეთში ხევსა და ჯავახეთში მატყლს საჩეჩელზე ამზადებდნენ.
   2. წინასწარ იგეგმება ორნამენტი, ხდება ფერების შერჩევა და დაჩეჩილი მატყლი იღებება ბუნენრივი ან ქიმიური საღებავებით. ამის შემდეგ ვავლებთ სუფთა წყალში და ვაშრობთ.
   3. მაგიდაზე ვშლით ცელოფანს და შერჩეული ორნამენტის მიხედვით ვაფენთ მასზე.
   4. დაფენილი ინამება თბილი წყლით. ზემოდან ვაფენთ აბრეშუმის წულს და ვუსმევთ სარეცხის საპონს.
   5. ვაშორებთ წულს ვახვევთ ბუშტუკებიან ცელოფანთან ერთად.
   6. ზემოდან შემოვაკრავთ ბამბის თოკს თანაბრად მთელ სივრცეზე და ვთელავთ 5 წთ. თუ თექის ზომა მეტია 30/30სმ-ზე მაშინ მოთელვის დრო პროპორციულად იზრდება.
   7. გავშლით გავასწორებთ მეორე მხრიდან შევახვევთ უფრო მჭიდროდ და დროს 5 წთ-ით გავზრდით.
    8. ეს პროცესი მეორდება ოთხჯერ და ყოველ შეკვრაზე თექა უფრო მჭიდროდ იხვევა და მოთელვის დრო იზრდება 5-5 წთ-ით.
   9. ბოლოს გავხსნით, გავრეცხავთ და გავაშრობთ.
   10. იმ შემთხვევაში თუ გვინდა მივცეთ რაიმე ფორმა მას ყალიბზე ჩამოვაცვამთ.





                                             nino TamaraSvili
V klasi

Комментариев нет:

Отправить комментарий