вторник, 12 марта 2013 г.

                                 ქეთევან დედოფალი                                  
       ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული კახეთის მეფის  დავით I-ის მეუღლე,აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემმეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში, ინდოეთში რომსა და ბელგიაში ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა პოემაწამება ქეთევან დედოფლისა...ქეთევან დედოფალი შირაზში იყო. ათი წელიწადი აღარ ენახა საქართველო. მისი სათაყვანო სამშობლოს მიწაც, ცაც და წყალიც იმ ერთმუჭა ქართულ მიწაში ჩაკუმშულიყო, მკერდზე რომ ეკიდა იესო მაცხოვრის ჯვარცმასთან ერთად. დღენიადაგ იმ სურნელით სუნთქავდა, საქართველოდან წამოღებულ ნივთებს და წიგნებს რომ ასდიოდა ისე ცხოვლად და დამათრობლადერთ დღეს შაჰ აბასის ბრძანება მიიღო იმამ-ყულიხან უნდილაძემ: დაუყოვნებლივ ჩემის სახელით უბრძანე ქეთევან დედოფალს, ქრისტიანობა განაგდოს და მაჰმადიანობა მიიღოს, ხოლო უკეთუ ჩემი ბრძანება არ აღასრულოს, მაშინვე სასტიკი წამებით შეჰყარე სიკვდილსო!    ქეთევანმა მოკლედ, მშვიდად და სიტყვაშეუქცევლად თქვა თავისი პასუხი: “… მე სხეულის გადარჩენისთვის არ გავწირავ ჩემს სულს, რასაც ჰქვია ქრისტიანობა და ქართველობა. სხეული მიწაა და დღეს თუ ხვალ ისედაც მიწად უნდა იქცეს, ხოლო ქრისტეს სჯული და საქართველო, რომელიც ჩემში დაბადებითვე ჩასახლებულა, უკვდავია, მარადიულია და მისი  მოკვლა არც შენს ხელმწიფეს შეუძლია და არც ცრუ ღვთაებას..

უბერავს ქარი, ცხელი, ხორშაკიანი.
ცეცხლი გიზგიზებსმეიდანზე
რკინის მარწუხები, მაშები, შამფურები, ლურსმნით სავსე ქვაბები და სპილენძის მიტრა-თავსარქმელები ვარვარებენ ცეცხლში ჩალაგებულნი.
გამოდის ქეთევან დედოფალი.
თეთრი ქათქათა კაბით შემოსილს, მარჯვნივ და მარცხნივ მოაცილებენ წითელხალათიანი ჯალათნი.
..ნება მომეცით სიკვდილის წინ ვილოცოვოო და იქვე მდგარი კათოლიკური ეკლესიისკენ ანიშნა ქეთევანმა ილოცა ქეთევან დედოფალმა, საქართველო დალოცა, ღვთისმშობელს შეავედრამისი წილხვდომილი ქვეყანა”; მერე მარიამს და იესოს შესთხოვა წამების ჟამს ტკივილთა დათრგუნვის ძალა და განწმენდილი და განმტკიცებული გამოვიდა სამლოცელოდან.
ცეცხლთან მივიდა, დადგა და ანიშნა ჯალათებს.
ჯალათებმა მაშებით ცეცლხიდან აღმოახდინეს გავარვარებული მიტრა და ჩამოაცვეს ქალს. დაცემა ვერ მოასწრო ქეთევანმა-უმალვე წითლად აბრდღვიალებული ლურმნებისსარეცელიდაუგეს და ზედ გულაღმადარეცესჯალათებმა. თეთრი სუდარა შემოაფხრიწეს. ჯვარცმა ააგლიჯეს. საკინძე აუშალეს. ქართული მიწა ჩამოუშალეს.
ცეცხლის საგებელზე იწვა დედა საქართველოსი, შიშველი და ყვავილ-ჩაუქრობელ მკერდზე ქართული მიწის ნაშთით მიმოფანტული.წითლად მოლაპლაპე ბარი დაუსვენა ჯალათმა ძუძუთა შორის.ქალი არ ტიროდა, არც კვნესოდა. ოღონდ ლოცულობდა მკრთალი ჩურჩულით: ქრისტე”, “მარიამ”, “საქართველო”…ჯალათმა სისხლისფრად აელვარებული მარწუხი აიტაცა, მარცხენა ძუძუს ჩასჭიდა და მოჰგლიჯა. მერე მარჯვენა ძუძუსმისწვდადა ისიც განაშორა მკერდს.მხურვალე შამფურები აძგერეს ორივე ნაძუძურზე. მერე მთელსტანზე ცხელი ლურსმნისსაბანიდაჰხურეს.საქართველო-კიდევ აღმოხდა წამებულის ბაგეს.და დედოფლის შუბლს დაუმიზნა და დასცა ჯალათმა ნაცეცხლარი და ნასისხლარი ბარი.და კიდევ ერთი სიტყვა მოასწრო უკვე სიკვდილის საუფლოში ჩაძირულმა:შვილო!”და არავინ იცის, ვინ გაახსენდასიკვდილ-სიცოცხლის განსადრეკელზე საქართველოს დედას-სვეგამწარებული თეიმურაზ მეფე, მისი შვილი, თუ თვითონ საქართველო……ქეთევან დედოფლის დამწვარი, დასახიჩრებული და დარღვეული სხეული ჯალათებმა დაუსაფლავებლად დააგდეს ცისა და მიწის შუა..”
ჩემი აზრით,ქეთევან დედოფალი არის გმირი.იგი იყო ქალი ,მაგრამ მან შეძლო და აიტანა  ისეთი რამ, რაც შეიძლება ბევრს ვერ აეტანა.  ქეთევანი   დედოფალი  ეწამა საქართველოსა და ქრისტიანობისათვის.იგი ქართველი ერისათვის მაგალითია,დღევანდელ საქართველოში ამას ვერავინ გააკეთებს,მათ შორის  ვერც მე.მე ქეთევან წამებულს ვთვლი გმირად და დიდი სურვილი მაქვს მივბაძო მას, მაგრამ ვიცი, რომ ამას ვერ შევძლებ.იმ პერიოდში ისეთი ადამიანები ბევრი რომ ყოფილიყვნენ , მაშინ საქართველო უფრო ძლიერი იქნებოდა. იგი იყო საქარველოსთვის თავგანწირული  დედოფალი.მან    ყველაფერი ზუსტად და სამართლიანად გააკეთა,იგი  ღირსეულად იქნა   შერაცხული წმინდანად.                                   სოფი ცუხიშვილი       

Комментариев нет:

Отправить комментарий