გიორგი
სააკაძე , გმირი თუ მოღალატე. არცერთ ქართველ მოღვაწეს არ რგებია წილათ იმდენი ურთიერთგამომრიცხავი
შეფასება,ქება თუ გაკიცხვა,რამდენიც გიორგი სააკაძეს.მართლაც,ძნელია მისი ცხოვრების
ერთმნიშვნელოვნად შეფასება.ამის შესაძლებლობას არც წყაროები იძლევადა არც სააკაძის
ცხოვრების ქრონიკა.გიორგი სააკაძის ბედში ერთდროულად აირეკლა ომდროინდელი საქართველოს
ცვალებადი პოლიტიკური მდგომარეობა,ფეოდალური საზოგადოების ცნობიერებადა ქართველი ხალხის
გმირული სულისკვეთება.
გიორგი სააკაძე სამეფო აზნაურთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.ის თავიდანვე მეფის კარზე
დაწინაურდა და მოურავი გახდა.ეს თანამდებობა ,იმ დროისთვის საკმაოდ
მაღალი იყო და სააკაძეს სამეფო დარბაზის წევრობის უფლებას აძლევდა.ის
თავისი გონებამახვილობით,მეფის მრჩეველი გახდა,მას თან დაერთო 1609წლის ტაშისკარის
გამარჯვება გიორგი სააკძის მეთაურობით,რამაც მისი ავტორიტეტი უფრო აამაღლა.გიორგისა
და მეფე ლუარსაბ მეორეს შორის ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება არსებობდა,რაც
ძალიან აღიზიანებდათ ქართველ დიდგვაროვნებს.ისინი ყველანაირი ბინძური ხერხებით ცდილობნენ
მეფისთვის გიორგის შეძულებას,რაც გამოუვიდათ კიდეცდა სააკაძე იძულებული გახდა ირანში
გადახვეწილიყო.შაჰ–აბასმა დიდი პატივით მიიღო საქართველოდან გამოდევნილი მოურავი და
მისი გამოყენება სცადა საქართველოს მიმართ,თავისი გეგმების განსახორციელებლად.სააკაძემ შაჰს ერთგულება შეჰფიცა და
სათავეში ჩაუდგა ირანთა ლაშქარს საქართველოს წინააღმდეგ.შაჰ–აბასი მეტად გონებამახვილი
ადამიანი იყო და თავის დაზღვევის მიზნით,გიორგის უმცროსი შვილი პაატა მძევლად დაიტოვა.გიორგი სააკაძე რისი ქართველი მამულიშვილი იქნებოდა,რომ
საკუთარი ხელით გაენადგურებინა სამშობლო.ის ქართველთა მხარეს გადავიდა და გაჟლიტა ირანთა
ლაშქარი.მან კარგად იცოდა რას აკეთებდადა თუ რა მოელოდა მის უმცროს ვაჟს.მან საკუთარი
შვილი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა შესწირა სამშობლოს . ჩემი აზრით,მას არ შეილება მოღალატე ვუწოდოთ.ის
არ ფიქრობდა საკუთარ თავზე,ოჯახზე,მისი ინტერესი საქართველოს გადარჩენა და განთავისუფლება
იყო.მე ვფიქრობ,სააკაძე კი არა, ის თავხედი,ფუფუნებისმოყვარული,ღალატსმიჩვეული,მატყუარა
შენიღბული თავადები იყვნენ მოღალატეები,ისინი არასდროს გააკეთებდნენ
იმას ,რაც გიორგი სააკაძემ შეძლო ერისთვის.ნებისმიერმა
ადამიანმა,რომელიც გიორგის დაადანაშაულებს,უნდა დაფიქრდეს,გასწირავდა თუ არა შვილს,
რომელიც ძალიან უყვარდა?და მიხვდება გიორგი
სააკაძე გმირია თუ მოღალატე.ჩემი აზრით, „გივარგი“ გმირია,მაღალი სულის ადამიანი,განა
ყველას შეუძლია ასეთი მსხვერპლი გაიღოს სამშობლოსთვის.გიორგი
სააკაძე იყო ადამიანი,რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა.ჩემთვის შემზარავია ის ფაქტი,რომ
ასეთი თავდადების მიუხედავად,ის მაინც ვერ დააფასეს ვერც თანამედროვეებმას და დღესაც
ოცდამეერთე საუკუნეში,ისმის კითხვა:გიორგი
სააკაძე,გმირი თუ მოღალატე?! თემაზე იმუშავა:ეთერ დოლიძემ.
Комментариев нет:
Отправить комментарий