вторник, 12 марта 2013 г.

                   ქეთევან წამებული                      
                                                                                                                                                                                      ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (.ძვ. სტ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624) — კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.
თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს.

ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ თავიდან ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც იგი დაეცა, იგი შვილდის საბელით დაახრჩვეს.
ქართველი მემატიანე ბერი ეგნატაშვილი თავისახალ ქართლის ცხოვრებაშიწერს: „ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი (იმ დროინდელ საქართველოშიფრანგიზოგადად კათოლიკეს აღნიშნავდა) და აიღეს წმინდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თვისთათანაქართველი მემატიანე აქ სწორედ პორტუგალიელ მისიონერებს გულისხმობს.
პატრმა ამბროზიომ და მისმა მეგობრებმა რამდენიმე დღეში მართლაც ამოთხარეს ქეთევანის საფლავი და მოიპოვეს წმინდანის ნეშტი. მაგრამ მისი ჩატანა საქართველოში მხოლოდ 1628 წლის ივნისის დამდეგს მოხერხდა. ანუ თითქმის სამი წლის შემდეგ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გაგზავნილ იქნა ასევე ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). საქართველოში პატრმა ამბროზიომ მეფე თეიმურაზს პირადად გადასცა ქეთევანის წმინდა ნაწილები, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძარში იქნა დაკრძალული.

მეფე თეიმურაზი თავის პოემაში ქეთევანს დედოფალს ათქმევინებს შემდეგ სიტყვებს: „შვილსა ჩემსა თეიმურაზსა ძლევა მიეც მტერსა ზედა, ღვაწლთა ჩემთა აღმწერელი, ედემს დასვი ტახტსა ზედა“. ხოლო თავად მეფე თეიმურაზს კი მწარედ აღმოხდება თავისი დედის წამების გამო: „მე ავაზაკი, შემცოდე ახლოს არ ვიყავი ვინანი, მარჯვენით ჯვარსა არ ვეცვი, ამად ვარ ცრემლთა მდინანი“.

 ჩემი აზრით, ბევრი ქართველი ქალი ამხელა ტანჯვა-წამებას ვერ გაუძლებდა  და  საკუტარ  სიცოცხლეს ვერ  დასთმობდა,ქეთევან დედოფალმა მართლაც ბევრი სატანჯველი გამოიარა ქრისტიანობისთვის.
აქ  ჩანს მისი ღვთისადმი დიდი სიყვარული,პატივისცემა,ღვთისმოშიშობა,ერთგულება ,ერის და თავისი ქვეყნის  წინაშე.ბევრი  ყავს  საქართველოს  ამგვარი ქალი.სახე  ერისა  და  მაგალითი მომავალი თაობებისა.ისინი იმსახურებენ  სამუდამო  ბინას ჩვენს  გულებში.



                  ეთო ზურაბაშვილი.მე-9 კლ     

Комментариев нет:

Отправить комментарий