თამარ მეფე დაიბადა 1160 წელს. ის იყო საქართველოს მონარქი 1184 წლიდან , გიორგი III-ის ასული და ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი.თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა.მიუხედავად თამარისადმი ასეთი საყოველთაო თაყვანცემისა, მისი მეფობის გზა სრულიად არ ყოფილა იოლი. პირიქით, მას თან ახლდა მრავალი კრიზისული მოვლენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ურთიერთობებში.
თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად.თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო:გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი.
თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში.თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი გიორგი(რუსი). აქედან ჩემი აზრით
ჩანს რომ თამარი არ იყო იმდენად პრინციპული, რომ ფეოდალთა ჯგუფისთვის
წინააღმდეგობა გაეწია.ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და გიორგი საქართველოდანაც განდევნა. ჩემი აზრით გიორგის მოწვევისა და შემდეგ განდევნის მიზეზი უნდა იყოს მეფისა და მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების დაჯგუფებათა ინტერესების დაპირისპირება და ის შინაკლასობრივი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში გამწვავდა. პირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დააწინაურა.
1189 წელს იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი,ლაშა და რუსუდანი.თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს მეჭურჭლეთუხუცესმა ვარდან დადიანმა, სამცხის სპასალარო ბოცო ჯაყელმა და გუზან ტაოელმა.თამარმა მათ წინააღმდეგ გაგზავნა ლაშქარი და დაამარცხა.თამარის დროს საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერით, ეკონომიკური წარმატებით და კულტურული დაწინაურებით ახლო აღმოსავლეთში ბიზანტიის როლი იკისრა. ამიერიდან საქართველო დასავლეთის კულტურის დამცველის როლში გამოდიოდა.თამარის მეფობის დასასრულს სხვადასხვა პოლიტიკური ფორმით (ყმადნაფიცობი, მეხარკეობით, ქართულ სამეფოსთან უშუალოშეერთებით) საქართველოზე იყო დამოკიდებული აღმოსავლეთი ამიერკავკასია, ირანის აზერბაიჯანი, მთელი სომხეთი, შავი ზღვისსამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო.
თამარის დროს მიმდინარეობდა დიდი მშენებლობები: ამ დროს აშენდა დავითგარეჯა, ვარძია, იკორთა, ბეთანია, ქვათახევი,წუღრუღაშენი, ერთაწმინდა, ტიმოთესუბანი, ყინწვისი, ლამაზი საყდარი, კაზრეთი, გუდარეხი, ლურჯი მონასტერი; წყალსადენები), აიგო ხიდები (ბესლეთი, დონდალო).
ჩემი აზრით თამარ მეფე იყო მეტად კაცთმოყვარე და მიმტევებელი
ადამიანი. ამიტომ მან გააუქმა სიკვდილითა და დასახიჩრებით დასჯა, რაც მეტად იყო
გავრცელებული ევროპაშიც. დამნაშავეებს ტანჯვა-წამებით კლავდნენ, ან ჭრიდნენ
ხელებს, სთხრიდნენ თვალებს. თამარის დროს აიკრძალა ამგვარი რამ. მისი მეფობის
პერიოდში არავინ მოუკლავთ და დაუსახიჩრებიათ. ამიტომ იგი მთელს ქართველობას უზომო
სიყვარულით უყვარდა.ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში
იმყოფებოდა
მეფე
თამარი,
რომდესაც
მას
მძიმე
სენი
აღმოაჩნდა.
მეფე
სასწრაფოდ
თბილისში
წამოიყვანეს,
შემდეგ
კი
თბილისის
მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს .
ზოგი
მეცნიერი
თამარ
მეფის
გარდაცვალების
თარიღად
სხვა
წელს
მიიჩნევს.
დიდად
იგლოვა
სრულიად
საქართველომ
მეფის
გარდაცვალება.
მეფე
თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. მატიანეები
ასე
გადმოგვცემენ
ამ
მოვლენას:
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:
„და წაიყვანეს
სამკვიდრებელსა
მათსა
გელათსა
და
დამარხეს
სამარხოსა
პატიოსანსა.
და
დაუტევა
ძესა
თავისსა
ლაშას“.
„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“:
„აღმოიყარნეს და მცირეთა
შინა
დღეთა
მცხეთად
დადვეს
და
მერმე
უკანასკნელ
თვით
მუნვე
გელათსა
დაამკვიდრეს
თავისსა
შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“
შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“
„ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“:
„მეფესა შინა
დაყო
ოცდასამი
წელიწადი
აღვიდა
წინაშე
ღმრთისა,
სადა
იგი
მკვიდრობენ
წინასწარმეტყველნი
და
მამათმთავარნი
და მეფენი... დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.
და მეფენი... დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.
გელათის მონასტერი,
თამარ
მეფის
საფლავის
სავარაუდო
ადგილია.
ჩემი აზრით თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი
ფაქტი
იყო. საქართველოს მეფე დაიკრძალა ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. არსებობს მრავალი ლეგენდა თამარის სამარხთან დაკავშირებით. არის ასეთი
ლეგენდა,[67] რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს
ანდერძად
დაუტოვებია,
ისე
დაეკრძალათ,
რომ
მისი
საფლავი
არავის
სცოდნოდა.
სწორედ
ამიტომ,
გაუკეთებიათ
ექვსი
მოოქროვილი
კუბო.
ერთი
ოჯახიდან
მოიყვანეს
ოთხი
ძმა,
რომლებმაც
თამარის
ცხედარი
წაასვენეს
და
საიდუმლოდ
დამარხეს.
ძმები
უკან
აღარ
დაბრუნებულან.
არსებობს
ამ
თქმულების
სხვადასხვა
ვარიანტი.
სახალხო
მთქმელები] თამარის დაკრძალვის
ადგილად
ასახელებენ
სვანეთს,
რაჭას,
სოფ.
მურღულს,
იალბუზის
მთას,
გელათს,
ვარძიას,
მცხეთას
და
ა.შ.
ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეფის საფლავის მტრებისგან დაცვა ყოფილა. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო. თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ ქონდათ დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე. ჩემი აზრით თამარი იყო იმის
მაგალითი რომ ქალებსაც შეუძლიათ სტრატეგიული აზროვნება. თამარმა დაიმსახურა ის სახელი რაც ქართველმა ხალხმა მიანიჭა.
ძლევამოსილ თამარს, რომელმაც მრავალი მაჰმადიანი სულთანი დაამარცხა და უკუაქცია, ბევრი მტრები ჰყავდა და მათგან შურისგების შიშით ხალხური თქმულებით თამარს ასეთი ანდერძი დაუტოვებია:
„ანდერძი ნახეს მეფისა
თამარის დატოვებული:
ჰქმენითო სამი კუბონი
თვალ-ოქროთ გამშვენებული,
ერთი დამარხეთ მცხეთასა,
ერთი ვარძიას დებული,
მე დამმარხეთო გელათში,
არ მყონ თათართა ვნებული“-ო.
თამარის ეს ანდერძი მტკიცედ შემოინახა მადლიერმა ქარღთველმა ხალხმა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ხელში ხმალით იცავდა თამარის დიად ხსოვნას, მართალია, თამარის საფლავი უჩინარია, მაგრამ მან ჰპოვა თავისი საყუდებელი ხალხის გულში, სადაც იგი ხალხური შემოქმედების უშრეტ წყაროდ გადაიქცა.
თემის ავტორი: თეონა გულდამაშვილი, მე-10 კლასი
გმადლობ თანამშრომლობისთვის...წარმატებებს გისურვებ...
ОтветитьУдалить