თამარი, თამარ მეფე— საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა.მას ქვეშევრდომებმა “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი” ტიტული უბოძეს.
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
გიორგი III ის სიკვდილის შემდეგ, დიდებულთა ნაწილი თამარს ხელახლა აკურთხებს მეფედ, ამასთანავე, გიორგის მიერ დემნას აჯანყების შემდეგ აღზევებულ არადიდებულთათვის პრივილეგიების მოხსნას მოსთხოვენ და თამარი ამას ასრულებს. შემდეგ, ამით უკმაყოფილო ყურთლუ-არსლანის დასი გამოდის თამარის წინააღმდეგ.მართალია, მოთხოვნა არ სრულდება, მაგრამ გარკვეული დათმობები ხდება, რაც გამოიხატება დარბაზის უფებების გაზრდაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ფენამ კვლავ შეძლო რაღაცა დონეზე გავლენის დაბრუნება.
ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს.თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება.
თამარ მეფის ეპოქა არის საქართველოს გამთლიანების და აყვავების ხანა.სრულიად აზალგაზრდა ქალმა ყოველგვარ სიძნელესთან გამკლავება შეძლო.მისი ზეობის დროს ქართველები ბრძოლაში არასდროს და მარცხებულან.თამარი ტახტზე ასვლის თანავე იწვევს საეკლესიო კრებას,ეს იმაზე მეტყველებს რომ ის ძალიან ღვთისმოშისი ქალი იყო,მაგრამ იყო ცდომილებები სარწმუნოებაში,რჯულში რაც აღელვებდა თამარ მეფეს და არა მარტო მას..სწორედ აქედან იწყებს იგი ქვეყნის მართვას.ის მიმართავს საეკლესიო პირებს მათ ყველაფერი გაასწორონ და ნუ დაიხევენ უკან.ის ამით იჩენს თავმდაბლობას მათ წინაშე,მიუხედავად რომ ის არის გვირგვინოსანი ემორჩილება მათ.
„ თქვენ ვითარცა მღვდელნი
ხოლო მე ვითარცა მეფე,
თქვენ ვითარცა მნენი
მე ვითარცა ებგერი...
ყოველივე კეთილად გამოიძიეთ,
სიმართლე დაადგინეთ და
გულბოროტნი ეკლესიიდან გააძევეთ..! “
სწორედ ამ სიტყვებით მიმართა თამარმა საეკლესიო პირებს.
როცა საქართველოს მტერი შემოესია , ჩემი აზრით მეფე თამარი ძალიან გამბედავად და მამაცურად მოიქცა,შეკრიბა ქართული ჯარი,დალოცა ისინი,შიშველი ფეხით მივიდა ის მეტეხის ტაძარში ილოცა და მათ წინ გაუძღვა ბრზოლის ველზე. დაამარცხეს მოწინააღმდეგე დაგმირულად გაიმარჯვეს შამქორის ბრძოლაში.
ყოველი მისი გამბედაობის და სიძლიერის მიუხედავად ის რაღაც მომენტში აჩენდა თავის ქალურ სისუსტეს ,მიდიოდა დათმობებზე მაგალითად როცა ის მეორედ აკურთხეს მეფედ,მან ვერ გაუწია მათ წინააღმდეგობა და დათანხმდა მათ ნებას,ასევე დათმობაზე წავიდა მაშინ როცა ყურთლუ-ასლანის დასი მის წინააღმდეგ მოთხოვნებით გამოვიდა.
ვფიქრობ რომ ძალიან ძნელია მთელი სახელმწიფოს მართვა,ასეთ პატარა ასაკში,ამდენი მოღალატის და მტრის გარემოცვაში,როცა საქართველოს გამუდმებით მტერი ესეოდა და მის განადგურებას,დანაწილებას ცდილობდა.მაგრამ მეფე თამარის ყველაზე დიდი პლიუსიც ეს იყო რომ მან შეძლო საქართვლოს დაცვა მტრებისგან,მისი გაერთიანება და გაძლიერება.
თემის ავტორი: ეთო ზურაბაშვილი, მე-10 კლასი
წარმატებას გისურვებთ......მჯერა სხვა ნამუშევრები უფრო დახვეწილი და სრულყოფილი იქნება. <3
ОтветитьУдалить