понедельник, 25 февраля 2013 г.

შავი ზღვა გუშინ და დღეს



შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე), შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორცპონტოს ზღვა”, ზოგან კისპერის ზღვა”, ასურელები კიზემო ზღვისსახელწოდებით მოიხსენიებდნენ). ეს არის ხმელეთს შორის მოქცეული ზღვა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

სწორედ შავი ზღვის საშუალებით შემოვიდნენ ბერძნები საქართველოში, რათა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული მდიდარი სახელმწიფოდან ,,ოქროს საწმისი“ გაეტანათ.  არგონავტების სავარაუდო ლაშქრობიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ბერძნები უზარმაზარ ტერიტორიაზე - მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზში, მათ შორის შავიზღვისპირეთში, იწყებენ ახალშენების დაარსებას. როგორიცაა: დიოსკურია (სოხუმი), გიენოსი(ოჩამჩირე), ფაზისი(ფოთი), ქობულეთ-ფიჭვნარი, ხოფა, ტრაპეზუნტი(კონსტანტინეპოლი)...  ძველი სამყაროსთვის ეს დიდი სიახლის მომტანი მოვლენა იყო. რადგანაც ეს წარმოადგენდა ვაჭრობის განვითარებისა და ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას.
        
შემდგომ საუკუნეებში, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, შავი ზღვა საქართველოს ევროპულ (დასავლურ) სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა.
    
       დღეს შავი ზღვა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია.
       საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებიდან ტვირთები არა მარტო ევროპისა და აზიის, არამედ მსოფლიოს სხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყნებშიც გადაიზიდება. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
       ტვირთების გემებით გადაზიდვა უფრო იაფია, ვიდრე ჰაერით, ან ხმელეთით.
       ჩვენი ქვეყნისთვის შავ ზღვას სხვა მნიშვნელობაც აქვს. მის აღმოსავლეთ სანაპიროზე სუბტროპიკული ჰავაა გაბატონებული. ამის გამო საქართველოში მრავალფეროვანი მარადმწვანე მცენარეულობა (პალმა, მაგნოლია, ლავანდის ხეები) და სხვა სუბტროპიკული კულტურები ( ციტრუსები, კივი, ფეიხოა, ჩაი, დაფნა და სხვა) ხარობს.
შავ ზღვაში ცხოვრობს დელფინის სამი სახეობა: აფალინა, თეთრგვერდა დელფინები და ზღვის ღორი.
 
გადამფრენი ფრინველების სამიგრაციო გზები შავ ზღვაზე გადის. სეზონურად, ფრინველის უდიდესი რაოდენობის გადაადგილება შავი ზღვისთვის ეკოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მისი სატბორე-საჭაობე სავარგულებისთვის. შეჩერებების დროს ფრინველები წყლის ორგანიზმების უმეტეს ნაწილს საკვებად იყენებენ, ხოლო მათ მიერ გამოყოფილი ექსკრემენტი აძლიერებს სანაპირო წყლების ეუთროფიკაციას.

შავ ზღვას დიდი საკურორტო-ტურისტული რესურსი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ქვიშიანი პლაჟები, რომელთა დიდი უბნები სამკურნალო თვისებებისაა.


1996 წლის ოქტომბერში შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 1997 წლიდან 31 ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება, როგორც - შავი ზღის საერთაშორისო დღე.
                                                                                                              
მეც ხშირად დავდივარ შავ ზღვაზე დასასვენებლად. მიყვარს ზღვა და ვცდილობ დავიცვა ზღვის სისუფთავე, რადგან სწორედ შავი ზღვა გვაძლევს ჯანმრთელობას.

ნინიკო თამარაშვილი, V  კლასი.



Комментариев нет:

Отправить комментарий